ილია II მზად არის აჭარაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში მიიღოს მონაწილეობა


 
სრულიად საქართველ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მზად არის ჩაერთოს აჭარაში შექმნილ მძიმე ვითარებაში და შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ დღეს განცხადება ილია მეორემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
 
“აჭარა საქართველოს ტერიტორიაა და ცენტრალური ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს იქ მიმდინარე მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ ვითარების განმუხვტვა მშვიდობიანად მოხდება. საპატრიარო მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში” – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.
 
მისი თქმით, არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ და არც რეგიონის ხელმძღვანელობამ არ უნდა დაუშვან სისხლისღვრა.

Exit mobile version