ოპოზიცია ხელისუფლებას აჭარაში ვითარების განმუხტვას მშვიდობიანი გზით მოუწოდებს

საარჩევნო ბლოკი “მემარჯევენ ოპოზიცია – მრეწველები – ახელბი” აჭარაში მიმდინარე მოვლენებს პროვოკაციას და გარკვეული გარე ძალების მიერ ისცენირებულს უწოდებენ, რომლებსაც საქართველოში ვითარების დაძაბვა სურს.
 
“დაუშვებელია, რომ ამ პროვოკაციას წამოეგოს ქვეყნის ხელისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მშვიდობიანად განმუხტოს ვითარება” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
 
ამავე მოსაზრებას იზიარებენ ბლოკი “ტრადიციონალები – ედპ” და აცხადებდნენ, რომ ვითარების დაძაბვა აჭარაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებითაც არის განპირობებული.

Exit mobile version