ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრი ვაჟა თავართქილაძე 11 მარტს დილით ბათუმში დააპატიმრეს.
მას იარაღის უკანონო ტარებაში ედება ბრალი; თუმცა თავართქილაძის ნათესავები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
ოპოზიციური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი თენგიზ აფხაზავა, რომელიც ოთხი დღის წინ გაიტაცეს, 11 მარტს ბათუმში სასტიკად ნაცემი იპოვეს.