ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის უფროსი ნოშრევან ზოიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგანაც მან ვერ შეძლო ცსკო-სთვის შუახევის ამომრჩეველთა სიების წარდგენა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა 10 მარტს განაცხადა, რომ დანარჩენი ხუთი ოლქის საარჩევნო კომისიებმა მიაწოდეს ცსკო-ს ამომრჩეველთა სიები; თუმცა, დასძინა, რომ სიები დაგვიანებით მოვიდა და ამავე დროს არაზუსტი იყო.
„სიებში არ არის მოცემული ამომრჩეველთა მისამართები“, – განაცხადა ცსკო-ს თავჯდომარემ.
გარდა ამისა, ცსკო-მ მიმართა გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს ცსკო-ს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების ყოფილი უფროსის ნოდარ ლაზარიაშვილის მიერ უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები.
იგი „აღორძინების კავშირის“ წარმომადგენლად არის წარდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.