აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დღეს დანიშნული სხდომა, სადაც საბჭოს დეპუტატებს ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, გადაიდო.


“საბჭოს წევრებმა ვერ შეძლეს საკითხის განხილვა, რაც იმის დასტურია, რომ სხდომა არ შედგა. ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის საბჭო ჯერ მზად არ არის” – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ჯერ კიდევ იანვრის თვეში დატოვა.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ხუთი კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის საბჭოს წევრები თეიმურაზ მჟავია, ნაპოლეონ მესხია, ჯემალ გამახარია, ყოფილი თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი გვაზავა და დავით გერგედევა.

Exit mobile version