საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზად არის კონტროლი დაამყაროს აჭარის რეგიონში.
“დიახ, ჩვენ ვაპირებთ კონტროლი დავამყაროთ აჭარაში. მორჩა თავგასულობა და თვითნებობა. წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, მე არ ვაპირებ საქართველოს დაქუცმაცებას. ამას სერიოზულად ვაცხადებ” – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა.
ასლან აბაშიძემ ხელისუფლების მიერ აჭარაში ტოტალური კონტროლის დამყარების შესახებ განცხადება მოსკოვში ვიზიტის დროს 1 მარტს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.