საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხა გადაიხადა

წინასწარ პატრიმრობაში მყოფი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ჩახნაშვილის ახლობლებმა მისი გათავისუფლების მიზნით ეროვნული ბანკის ანგარიშზე 1 მლნ 350 ათასი დოლარი გადაიხადეს. ამის შესახებ განცხადება დღეს გენერალური პროკურორის მოადგილემ ვალერი ხაბურძანიამ გააკეთა.


მისი თქმით, ამ თანხების მობილიზებით შესაძლებელი გახდება საპენსიო დავალიანებების გადახდა. რაც შეეხება ვახტანგ ჩახნაშვილის გათავისუფლებას,  სასამართლო ამის თაობაზე დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას. ვალერი ხაბურძანიას ინფორმაციით, სისხლის სამართლის დევნა ჩახნაშვილის წინააღმდეგ არ შეწყდება.
 
სამართლდამცავებმა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი რაოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით ვახტანგ ჩახნაშვილი 29 იანვარს დააკავეს.

Exit mobile version