საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიემგზავრება, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი ენერგეტიკულ საკითხებსაც შეეხება, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების საკითხებს.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. ვიზიტის მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა წევრებს შეხვდება. პრეზიდენტი თბილისში 5 მარტს დაბრუნდება.