„სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ არ ხდება ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გადამოწმება საარჩევნო კომისიების მიერ.
„სამართლიანი არჩევნები“ ასევე უკმაყოფილოა აჭარის ამომრჩეველთა სიებით.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ჯერ არ წარუდგენია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სრული სიები, ამგვარად ამ სიების გადამოწმება შეუძლებელია.
„ჩვენ უკვე წარვადგინეთ სიების ერთი ნაწილი ცსკო-ში. მეორე ნაწილი 4 მარტს იქნება წარდგენილი“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ედნარ შამილაშვილმა.
„სამართლიანი არჩევნები“ აჭარის ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ისინი ხელმისაწვდომი გახდება.