ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საბიუჯეტო მაჩვენებლები შესრულებულია

ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს განაცხადა, რომ თებერვლის საბიუჯეტო მაჩვენებლები შესრულებულია.


მისი თქმით, თებერვლის მაჩვენებლების გადაჭარბებით შესრულება შემოსავლების გაუმჯობესებული მობილიზებით და აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადახდითაა გამოწვეული.


ნოღაიდელის განცხადებით, თებერვლის ბიუჯეტის 106%-ით შესრულება შესაძლებელს გახდის, რომ თებერვლისა და მარტის ხელფასები და პენსიები შეუფერხებლად გაიცეს.    

Exit mobile version