პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლას და ოპოზიციაში დაგასვლას არ აპირებს.
“არ ვაპირებ ოპოზიციაში წასვლას, მე ვემხრობი პრეზიდენტის პოლიტიკურ კურსს. ჩვენ ერთად მოვედით და მის გვერდზე ვიქნები, რათა შევძლოთ ქვეყნის მმართვა” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს 2 მარტს ნინო ბურჯანაძემ.
გარკვეული დაპირისპირება მოკავშირეებს შორის “ნაციონალებისა” და “დემოკრატების” საარჩევნო სიების შედგენამ გამოიწვია, როდესაც ნინო ბურჯანაძეს მიერ წარდგენილი რამდენიმე პიროვნება სიიდან ამოიღეს და სიის პირველ ასეულში მისი მხოლოდ 16 მომხრე დატოვეს.
ბურჯანაძე ოპოზიციაში წასვლას არ აპირებს
