პარლამენტმა ფინანსური პოლიციის შესახებ კანონო მიიღო

პარლამენტმა 24 თებერვალს ფინანსური პოლიციის შესახებ კანონი მიიღო. ახალი ორგანო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ იბრძოლებს და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.   


ამჟამად ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე ორგანო მუშაობს, თუმცა ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, მათი საქმიანობა კოორდინირებული არ არის.


ფინანსური პოლიციის შექმნის შემდეგ, ყველა ეს ორგანო გაუქმდება და მხოლოდ ახლად შექმნილი სტრუქტურა იქნება პასუხისმგებელი ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრაზე. 

Exit mobile version