საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთი ტელევიზია და გაზეთი არ დაიხურება და არ განხორციელდება მათზე ზეწოლა.
“არც ერთი ტელევიზია ჩემი პრეზიდენტობის დროს არ დაიხურება, რაც არ უნდა მლანძღონ. მე შემიძლია ეს მყარად ვთქვა. ასევე არც ერთი გაზეთის დახურვას არ მოახდენს მთავრობა. ეს კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა განვაცხადო. ჩემმა ხალხმა იცის სიმართლე და მე ამ ლანძღვით არაფერი დამაკლდება” – განაცხადა 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, პრესის თავისუფლებას მისი პრეზიდენტობის დროს საფრთხე არ დაემუქრება.