ქართული შენაერთის ერაყში გამგზავრების ვადა უცნობია

ერაყში ქართული სამშვიდობო შენაერთის გამგზავრების ვადა ჯერ-ჯერობით გაურკვევლი რჩება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.


“ამჟამად მიმდინარეობს ერაყში სხვა ქვეყნების სამხედრო შენაერთების როტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქართველი სამხედროების გადაყვანა ერაყში” – განაცხადა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.


ამ დროისთვის უკვე მომზადებულია ქართული სამხედრო შენაერთი. მათი როტაცია ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში უნდა მომხდარიყო. პირველი სამხედრო შენაერთი ერაყში 2003 წლის აგვისტოში გაემგზავრა.

Exit mobile version