ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ერთიანი ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადი “ახალი მემარჯვენეების” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენლებმა შეიტანეს.
28 მარტს საპარლამენტო არჩევნებში ორი პარტია გაერთიანებული ბლოკის “მემარჯვენე ოპოზიცია – ახლები და მრეწველების” სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადი ასევე შეიტანეს “ტრადიციონალისტებმა“ და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, და “ღვთისშვილთა და ჰელსინკის კავშირმა”.
კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე პარტიების მხრიდან ბლოკების შექმნის ვადა უკვე მეორედ 19 თებერვლიდან 21 თებერვლამდე გადაწია.