ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, არა-სამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
20 თებერვალს ვალტერ შვიმერი აჭარაში გაემგზავრება, სადაც აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდება.