საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
დღეს ანკარაში თედო ჯაფარიძე თავის კოლეგას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულს და პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
18 თებერვალს სტამბულში თედო ჯაფარიძე მოლაპარაკებებს გამართავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.