საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სოხუმს ისტორიული შანსი ექნება შეთანხმებას მიაღწიოს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან“.
„საქართველომ თვითონ უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. თუმცა, რუსეთთან ურთიერთობების დათბობა პოზიტიურ კლიმატს შექმნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას საპრეზიდენტო ვადა 2004 წელს იწურება.