საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარე ვალერი ჩხეიძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის ერთობლივი დაცვის თაობაზე თავის რუს კოლეგებთან გამართავს მოლაპარაკებებს.
„ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას ინფორმაციის გაცვლის თაობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 თებერვალს რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოსკოვი გარანტიებს ითხოვს იმის თაობაზე, რომ ჩეჩენ მებრძოლებს საქართველოში არ შეუშვებენ.
„საქართველო დაინტერესებული რუსეთთან თანამშრომლობით უსაფრთხოების საკითხებში, რადგანაც ტერორიზმი ჩვენი საერთო საფრთხეა“, – დასძინა სააკაშვილმა.