საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან 9 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იგი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს უშიშროების მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად.
31 წლის ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე გასულ თვეს დაამტკიცეს. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრია.
არაოფიციალური ინფორმაციით, უშიშროების ახლანდელი მინისტრი ვალერი ხაბურძანია შესაძლოა კონტროლის პალატის თავჯდომარე გახდეს.