თბილისში აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტი იგეგმება

აფხაზეთიდან თბილისში დელეგაციის ჩამოსვლა 10 თებერვალს იგეგმება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ აცნობა. მისი თქმით, აფხაზეთის სამკაციან დელეგაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებს.


“შეხვედრაზე ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ვიზიტი სავარაუდოდ ერთდღიანი იქნება”, – განაცხადა მალხაზ კაკაბაძემ.


აფხაზეთის დელეგაზცია თბილისში 2003 წლის სექტემბრის თვეში აპირებდა ჩამოსვლას. თუმცა ბოლო დღეს აფხაზურმა მხარემ ვიზიტზე უარი განაცხადა. 

Exit mobile version