OPIC ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს დააზღვევს

კერძო ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კორპორაცია 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ჩადებული კომერციული ბანკების ინვესტიციების პოლიტიკური რისკის წინააღმდეგ დასაზღვევად.


OPIC-ის პრეზიდენტის პიტერ უატსონის განცხადებით, ნავთობსადენი შექმნის ნავთობის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და დაეხმარება აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მოსახლეობას მოაგვარონ თავიანთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები.


ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით მოხდება დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება. ნავთობსადენის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდება.


OPIC 1971 წელს დაარსდა, როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია. იგი ეხმარება აშშ ბიზნესის წარმომადგენლებს ინვესტიციები განახორციელონ უცხოეთის ქვეყნებში, ასევე ხელს უწყობს ახალი ბაზრების განვითარებას.

Exit mobile version