ტრანსპორტის მინისტრს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ დღეს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილ მინისტრს მერაბ ადეიშვილს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


ადეიშვილი 3 თებერვალს 0,5 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს.


თავად მერაბ ადეიშვილი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მის წინააღმდეგ საოლქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.  

Exit mobile version