არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის საკითხებზე ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელმაც კონკრეტული ასახვა ჰპოვა საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებში.
ისინი საქართველოში მმართველობის რეალური დეცენტრალიზაციის პროცესს ეჭვის ქვეშ აყენებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონის რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებას და სანაცვლოდ რეგიონალური თვითმმართველობის შემოღებას მოითხოვენ.
პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტს სთხოვენ არ მიიღოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები.
მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს მუნიციპალური და რეგიონალური თვითმმართველობის დამკვიდრებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას.