საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააკამყოფილა ეროვნული გვარდიის სარდლის გენერალ-მაიორის კობა კობალაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება, რომელიც მან 4 თებერვალს დაწერა.
კობა კობალაძეს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებით, გვარდიის სარდლის მოვალეობას ბრიგადის გენერალი ზაზა ქუთათელაძე შეასრულებს.