“ჩვენი აჭარა” და “დემოკრატიული აჭარა” გაერთიანდნენ

სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარის” და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დემოკრატიული აჭარის” წარმომადგენლებმა დღეს გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. გაერთიანებული ორგანიზაციის თანათავმჯდომარეები “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი ედვარდ სურმანიძე და გოგა ხაბაზი იქნებიან.


ორგანიზაციების გაერთიანების მიზანია ერთობლივი ძალებით შეძლონ აჭარის ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული გზით. “დემოკრატიული აჭარისა” და “ჩვენი აჭარის” წარმომადგენლები აჭარაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და არსებული ხელისუფლების ამ გზით შეცვლას მოითხოვენ.  


“ჩვენი აჭარა” დეკემბრის თვეში შეიქმნა, ხოლო “დემოკრატიული აჭარა” ორი კვირის წინ. ორივე ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.

Exit mobile version