ევროკომისიამ საქართველოში ეუთოს მისიის შუამავლობით 2,5 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
ქართულმა და ოსურმა მხარეებმა 31 იანვარს ცხინვალში სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
პროექტების გარკვეული ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ იქნება მიმართული, რაც გარკვეულ სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე უკან დაბრუნებულ მოსახლეობას. გათვალისწინებულია ასევე იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობენ დევნილთა დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში.
პროექტებს გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი განახორციელებენ ქართველ და ოს ექპერტებთან ერთად.
ევროკომისია ცხინვალის რეგიონში სარეაბილიტაციო პროექტებს დააფინანსებს
