მიხეილ სააკაშვილმა ცსკო-ში ორი ახალი წევრი დანიშნა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ახალი წევრი დავით გურგენიძე და გიორგი ხომერიკი დანიშნა. მათ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიერ დანიშნული წევრები ელზა გულიაშვილი და ლევან სამხარაული შეცვალეს.


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიერ დანიშნულმა ცსკო-ს 5-მა წევრმა განცხადება წასვლის შესახებ 28 იანვარს დაწერეს. მათი განცხადებით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ცსკო-ში ახალი წევრების დანიშვნა უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეროგატივაა.


მიხეილ სააკაშვილმა ცსკო-ს წევრებად დატოვა ნინო ბურჯანაძის მიერ დანიშნული სამი წევრი – ზაზა გოროზია, კარლო კვიტაშვილი და ზურაბ ნონიკაშვილი.

Exit mobile version