საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 თებერვალს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე კემულარია საქართველოს ახალი ელჩი გახდება რუსეთში.
კოტე კემულარია ზურაბ აბაშიძეს შეცვლის ამ თანამდებობაზე.
სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტი ახალ კანდიდატურას უახლოეს დღეებში განიხილავს, რათა შესაძლებელი გახდეს ახალი ელჩის დანიშვნა პრეზიდენტის მოსკოვში [15 თებერვალს] დაგეგმილ ვიზიტამდე.
კოტე კემულარია იურისტია და 90-იანი წლების დასაწყისში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა. იგი ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თანათავჯდომარე და პარლამენტის წევრია.