15-წევრიანმა საერთაშორისო საბანკო სინდიკატმა 30 იანვარს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისთვის 1 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიქლ თაუნსენდმა Reuters განუცხადა, რომ „ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარიგება იყო, ვიდრე ოდესმე დადებულა“ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებისთვის.
გარიგების საბოლოო ხელმოწერის ცერემონია ბაქოში 3 თებერვალს გაიმართება, რომელშიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
Reuters-ის ცნობით, საბანკო სინდიკატის წევრები არიან იაპონიის Mizuho, საფრანგეთის Societe Generale, ჰოლანდიური ABN Amro, აშშ-ის Citicorp, ასევე Banca Intesa, BNP Paribas, Credit Agricole Indosuez, Dexia, Hypovereinbank, ING, KBC, Natexis Banque Populaire, San Paolo IMI, გერმანიის West LB და შოტლანდიის Royal Bank.
თითოეული ბანკი, დაახლოებით 68 მილიონ დოლარს გამოყოფს, რაც საერთო ჯამში 1,02 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ გარემოს დაცვითი საერთაშორისო არასამთავრო ორგანიზაციები, რომელთა თქმითაც 1760-კილომეტრიანი ნავთობსადენი უარყოფით გავლენას იქონიებს რეგიონის გარემოზე.
ხოლო, ნავთობკომპანიების განცხადებით, ნავთობსადები რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ძირითადი წყაროა.
საბანკო სინდიკატმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყო
