საქართველოს პრეზიდენტი გერმანიას დახმარებას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 29 იანვარს სტრასბურგიდან გერმანიაში ჩავიდა, შეხვედრები გამართა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ვოლფგანგ ტიერსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშკა ფიშერთან.


მოგვიანებით გერმანულ გაზეთ „ბილდ“-თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დიდი სურვილი აქვს რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდეს.


„ამისათვის ჩვენ გერმანიის დახმარება გვჭირდება“, – დასძინა მან. 

Exit mobile version