საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სტრასბურგიდან, სადაც იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, გერმანიაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოჰანეს რაუს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება.