“ნაციონალები” და “დემოკრატები” გაერთიანდნენ

ორმა პოლიტიკურმა პარტიამ – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და  სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ – დღეს გაერთიანების შესახებ გააკეთეს განცხადება.


ახალი გაერთიანების ლიდერებს უმრავლესობის მოპოვება სურთ 28 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.


„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერის „ვარდების რევოლუციის“ დროს გადავწყვიტეთ გაერთიანება. გვსურს ისეთი პარტიის შექმნა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავს“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

Exit mobile version