პრეზიდენტმა უშიშროების მდივნად ვანო მერაბიშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვანო მერაბიშვილი დაინიშნა. განკარგულებას ხელი მიხეილ სააკაშვილმა 27 იანვარს მოაწერა.


ვანო მერაბიშვილმა პირველ სამუშაო დღესვე დაითხოვა მოადგილეები. უშიშროების მდივნის თანამდებობა ყოფილი ხელისუფლების დროს თედო ჯაფარიძეს ეკავა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. უშიშროების მდივნის მოვალეობას კი პირველი მოადგილე ჯემალ გახოკიძე ასრულებდა.

Exit mobile version