საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დემოკრატიული აჭარის” დამფუძნებელი კონფერენცია დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი ედვარდ სურმანიძეა.
ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნის ძირითადი მიზანია აჭარის ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა. “დემოკრატიული აჭარის” წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ასლან აბაშიძის შემცველად ედვარდ სურმანიძე სახელდება. იგი 1999 წელს არჩეულ საქართველოს პარლამენტში “დემოკრატიული აღორძიენების” სიით მოხვდა, რომლის თავმჯდომარე აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძეა. შემდეგ კი იგი “მოქალაქეთა კავშირში” გადავიდა. ედვარდ სურმანიძის ინიციატივით შექმნილი “დემოკრატიული აჭარა” ოფისის გახსნას ბათუმშიც აპირებს.