რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი დღეს თბილისში ჩამოვიდა. იგი მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დაესწრება.
იგორ ივანოვი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას თედო ჯაფარიძეს. მოგვიანებით იგი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს შეხვდება.