კოლინ პაუელი თბილისში ჩამოვიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 24 იანვარს საღამოს თბილისში ჩამოვიდა, სადაც იგი 25 იანვარს დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დაესწრება. 


ვიზიტის ფარგლებში კოლინ პაუელი სააკაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს და ინაუგურაციაზე დასასწრებად უცხოეთიდან ჩამოსულ სხვადასხვა ქვეყნის ლიდრებს შეხვდება.


22 იანვარს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, რომ ვიზიტის დროს მხარეები აშშ-ის შესაძლო დახმარების საკითხს განიხილავენ.

Exit mobile version