სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე ფიცი დადო

არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქართველი ხალხის წინაშე ფიცი დადო, რომ  საქართველო გაძლირდება და გამთლიანდება.


„ყველა საქმე გვერდზე უნდა გადავდოთ, გავერთიანდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი. ჩვენი ერი უკეთეს მომავალს იმსახურებს“, – განაცხადა სააკაშვილმა გელათის სამონასტრო კომპლექსში სასულიერო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ.


მან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევა მიიღო. ფიცის დადების ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო.


მთავარი ღონისძიება 25 იანვარს ჩატარდება, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ, ქართველი ხალხის წინაშე საკონსტიტუციო ფიცს დადებს.


 

Exit mobile version