სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გუშინ შპს „საქართველოს რკინიგზის“ კოლექტივს ახალი უფროსი ლევან ვარშალომიძე წარუდგინა.
32 წლის ლევან ვარშალომიძე ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად იურიდიულ-ფინანსური საკონსულტაციო ფირმის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.
შპს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი უფროსი აკაკი ჩხაიძე ამჟამად დაპატიმრებულია. მას დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედება ბრალი.