კოფი ანანი აფხაზურ მხარეს “უკომპრომისო პოზიციის” დათმობისკენ მოუწოდებს

აფხაზეთთან დაკავშირებულ თავის მორიგ მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესი “მტკივნეულად ნელა” მიმდინარეობს.

გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ მოხსენებაში კოფი ანანი მოუწოდებს აფხაზურ მხარეს “უარი თქვას თავის უკომპრომისო პოზიციაზე და გამოიყენოს შანსი, რომელიც საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით გაჩნდა,” რათა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება.

კოფი ანანი ასევე აცხადებს, რომ აუცილებელი იქნება რათა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში მანდატი 31 ივლისამდე გაუგრძელდეს.

Exit mobile version