აჭარის პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია

აჭარის პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის გუშინ აჭარის სოფელ გონიოში მომხდარი შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.


საპროტესტო აქციის მონაწილენი აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვდნენ.


საპროტესტო აქცია გონიოში 11 იანვარსაც დაარბიეს. მაშინ სოფლის ასობით მაცხოვრებელი შეეცადა გონიოს ადმინისტრაციული შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშა აღემართა.  


ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლოს წარმოადგენს, პარლამენტმა 14 იანვარს სახელმწიფო დროშად დაამტკიცა.


 

Exit mobile version