თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია ჩამოვიდა, რომლებიც შეხვედრას მართავენ ფინანსთა მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან.
შეხვედრის დროს განიხილება ყველა ის პრობლემატური საფინანსო საკითხი, რაც აქამდე არსებობდა ცენტრსა და რეგიონს შორის.
აჭარის რეგიონი ცენტრალურ ხელისუფლებას ბოლო პერიოდში დაგროვილ 300 მლნ ლარს ედავება, რომელიც ტრანსფერის სახით უნდა გადარიცხულიყო აჭარის ბიუჯეტში.
თავის მხრივ, ცენტრალური ხელისუფლება რეგიონს ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების გადაუხდელობაში ადანაშაულებს.
თბილისი და ბათუმი საბიუჯეტო საკითხებს განიხილავენ
