ბათუმში 18 იანვარს საღამოს მემედ აბაშიძის სახელობის ცენტრალურ ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი მოკლეს.
“თემურ ინაიშვილს მოხვედრილი აქვს მხოლოდ ერთი ტყვია თავის არეში. გასროლა მოხდა “მაკაროვის” ტიპის იარაღიდან. ჯერ-ჯერობით მკვლელობის მიზეზი გაურკვევლია”, – განაცხადა მკვლელობის ადგილზე მისულმა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ.
მისი ინფორმაციით, თემურ ინაიშვილზე რამდენიმე ხნის წინაც მოხდა შეიარაღებული პირების მხრიდან თავდასხმა. მაშინ ამ ინციდენტის დროს მისი დედა გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.