სასამართლომ შპს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ უფროსს აკაკი ჩხაიძეს 18 იანვარს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
ჩხაიძეს სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედება ბრალი. სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, აკაკი ჩხაიძეს, რომელიც 16 იანვარს ბათუმში დააკავეს, 476,000 ლარის მითვისებაში ედება ბრალი.
რკინიგზის ყოფილმა უფროსმა ბრალდება უარყო და მას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
„ეს არის პოლიტიკური დევნა. მე დავამტკიცებ, რომ დამნაშავე არ ვარ“, – განუცხადა აკაკი ჩხაიძემ ჟურნალისტებს 16 იანვარს.