გამოძიებამ დღეს ოფიციალურად წაუყენა ბრალი შპს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ უფროსს აკაკი ჩხაიძეს. მას გადასახადების თავიდან არიდებასა და 476 000 ლარის მითვისებაში ედება ბრალი.
„გამოძიების ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ამ კონკრეტულ თანხაზე, თუმცა შემდგომში, დაწმუნებული ვარ, საქმე მილიონებს შეეხება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 16 იანვარს.
აკაკი ჩხაიძე სამართალდამცავებმა 16 იანვარს ბათუმში დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 19 დეკემბერს გადასახადების დამალვის მუხლით აღიძრა.