გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინიმ დღეს განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ მხადყოფნა გამოხატა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის.
„აფხაზური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან ყოველგვარი პირობის გარეშე განაახლოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ჰეიდი ტალიავინიმ 15 იანვარს მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ჰეიდი ტალიავინი ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრები გამართა აფხაზურ მხარესთან ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.
აფხაზური მხარე მზად არის თბილისთან მოლაპარაკებებისთვის
