ორდღიანი ვიზიტით თბილისს დღეს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა ეწვევა, რომელიც შეხვედრებს გამართავს საქართველოს დროებითი მთავრობის პირველ პირებთან.
შეხვედრების დროს მხარეები საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მომზადების საკითხის განხილვაც.