თურქეთის სახელმწიფო მინისტრი მეჰმეთ აიდინი 12 იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან.
მეჰმეთ აიდინი ასევე გეგმავს ბათუმში ჩასვლას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრას.
თურქული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მეჰმეთ აიდინმა განაცხადა, რომ ვიზიტი საქართველოში არსებულ სიტუაციასთან გაცნობას ისახავს მიზნად.
თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ცნობით, თურქეთმა ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნა საქართველოს. „ჰუმანიტარული ტვირთი ძირითადად საკვებ პროდუქტებს შეიცავს. ქვეყანაში საკვების სერიოზული საჭიროებაა“, – დასძინა მინისტრმა.