აშშ და საქართველო მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო დღეს თბილისში ჩამოდის. იგი მოლაპარაკებებს გამართავს მიხეილ სააკაშვილთან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან და სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან.


შეხვედრის დროს მხარეები აშშ-ის დახმარებისა და ორ ქვეყანას შორის  შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.


ლინ პასკო და ზურაბ ჟვანია ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომელიც აშშ-ის მიერ 3 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებულ ოფიცერთა ხელფასების გაცემას მოხმარდება.

Exit mobile version