ცსკო ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციას გეგმავს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 იანვარს განაცხადა, რომ უნდა მოხდეს 28 მარტს დაგეგმილი  საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაცია.


ცსკო-მ თხოვნით მიმართა საოლქო და საუბნო კომისიებს 16 იანვრამდე გადასცენ ცსკო-ს ამომრჩეველთა სიები.


ცსკო-ს თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 12 იანვარს განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია კონსულტაციებს გამართავს დონორ ორგანიზაციებთან ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის საკითხში დახმარების აღმოჩენის თაობაზე.  

Exit mobile version